გაბაშვილი გიორგი (გოკა) კონსტანტინეს ძე
გაბაშვილი გიორგი (გოკა) კონსტანტინეს ძე

გაბაშვილი გიორგი (გოკა) კონსტანტინეს ძე (09.I. 1973, თბილისი), პოლიტიკოსი, ფილოლოგი. გ. გ. სწავლობდა: გერმ., ზაარბრიუკენის უნ-ტში  (1991-1994)- გერმანისტიკისა და ფილოლ. ფაკ-ტზე.  შემდგომ დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1995 ). გ. გ. მუშაობდა:  საქართვ. განათლების სამინისტროში საზ. ურთიერთობის განყ-ბაში (1997), გერმანიაში, ბონის გერმ. საგარეო პოლიტიკის ინ-ტში (1998), ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“ (1998-2002),  უძღვებოდა საავტორო ტელეპროექტს „აზრი“ (2000-2002). გ. გ. იყო: პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ გენერალური მდივანი. საქართვ. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი (2004),  საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტ. სიით (2008-2012), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის“ (2012-2016 ). საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. მე-8 მოწვევის პარლამენტში იყო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავ-რე.

ლიტ: ამირხანაშვილი კ., საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, თბ,, 2015